ფრედერიკ სოდი
ფრედერიკ სოდი | |
---|---|
ინგლ. Frederick Soddy | |
დაბ. თარიღი | 2 სექტემბერი, 1877[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ისტბორნი[9] |
გარდ. თარიღი | 22 სექტემბერი, 1956[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ბრაიტონი[9] |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ფარმაცევტი, ფიზიკოსი, პროფესორი, ქიმიკოსი[8] და მკვლევარი |
მუშაობის ადგილი | მაკგილის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და აბერდინის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | აბერისტუითის უნივერსიტეტი, მერტონის კოლეჯი და Eastbourne College |
მეუღლე | Winifred Beilby |
ჯილდოები | ნობელის პრემია ქიმიაში[10] [11] და სამეფო საზოგადოების წევრი |
ფრედერიკ სოდი (ინგლ. Frederick Soddy; დ. 2 სექტემბერი 1877, ისტბორნი — გ. 22 სექტემბერი 1956, ბრაიტონი) — ინგლისელი რადიოქიმიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1910), ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1921).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკ სოდი დაიბადა სიმინდის გამყიდველის ოჯახში. მის მშობლებს ჰყავდათ შვიდი შვილი. ოჯახი კალვინიზმის მიმდევარი იყო. მის ბაბუას უნდოდა მისიონერობა, მაგრამ 1798 წელს ტყვედ ჩავარდა. თავისი განათლების საწყის ეტაპზე სოდმა სწავლა დაიწყო ისტბურნის კოლეჯში რ. ე. ჰიუზის ხელმძღვანელობით, სადაც დაინტერესდა ქიმიით. 1895 წელს მოიგო მერტონის კოლეჯის სტიპენდია, სადაც სწავლობდა კიდეც. 1896 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი.
23 წლის ასაკში ფრედერიკმა გადაწყვიტა წარედგინა საბუთები ტორონტოს უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორის შტატზე, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. უკან დაბრუნებისას იგი აღმოჩნდა მონრეალში, სადაც დათანხმდა ემუშავა ქიმიის ფაკულტეტის უმცროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1900-1902 წლებში მუშაობდა მონრეალში მაკგილის უნივერსიტეტში, ე. რეზენფორდის ხელმძღვანელობით. 1903-1904 წლებში ლონდონის უნივერსიტეტში რამზაის ხელმძღვანელობით მუშაობდა ფიზიკური ქიმიის ლექტორად. ათი წლის განმავლობაში 1904-1914 წლებში ასწავლიდა ჯერ გლაზგოს, შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტში.
ფრედერიკ სოდის სამეცნიერო ხელმძღვანელობით ბევრი სტუდენტი მუშაობდა. მათ შორის ა. ს. რასელი, რუფ პირეტი, ა. ჯ. კრანსტონი, ჰ. ჰაიმენი და სხვა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იგი მუშაობას ოქსფორდში იწყებს სადაც ასწავლის 17 წლის განმავლობაში.
ფრედრიკ სოდის შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკ სოდიმ რეზერფორდთან ერთად 1903 წელს შეიმუშავა რადიაქტიური დაშლის თეორია, რომლის თანახმადაც რადიოაქტივობა წარმოადგენს ელემენტების თავისთავადი გარდაქმნის შედეგს. ეს თეორია გახდა თანამედროვე ატომისა და ატომური ენერგიის სწავლების განვითარების საწყისი. რეზერფორდმა და სოდიმ აღმოაჩინეს რადიოაქტიური დაშლის კანონი. რადიოაქტიური დაშლისას ელემენტების გარდაქმნა დამტკიცდა სოდისა და რამზაის მიერ. მათ მიიღეს რადიუმის ემანაციიდან ჰელიუმი. სოდიმ ექსპერიმენტულად დაამტკიცა 1915 წელს, რომ რადიუმი ურანიდან მიიღება. ურანისა და თორიუმის გარდაქმნის უამრავი რადიოაქტიული პროდუქტების მენდელეევის ცდამ სოდი მიიყვანა იზოტოპების ცნებამდე. ბირთვულ ფიზიკაში შრომებისა და აღმოჩენებისათვის სოდის 1921 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიის დარგში. კონკრეტულა მან პრემია მიიღო რადიოაქტიული ნივთიერებათა ქიმიის განვითარებისათვის იზოტოპების წარმოშობისა და ბუნების გამოკვლევისათვის[12]. მეცნიერების ისტორიაში იგი შევიდა, როგორც ბირთვული ფიზიკის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი. მისი სახელი ეწოდა წანაცვლების წესს, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი რადიოაქტიური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ ქიმიური ელემენტის გვარობას, აგრეთვე მინერალ სოდიტს.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკ სოდი 1908 წელს დაოჯახდა ვინიფრედ ბილბზე. თანამედროვეების დაკვირვებით მათი ქორწინება წარმატებული იყო, თუმცა 1936 წელს მეუღლის უეცარმა გარდაცვალებამ სოდი შოკში ჩააგდო და სწორედ ამიტომ მიატოვა პროფესორის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Храмов Ю. А. Содди Фредерик (Soddy Frederick) // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 250. — 400 с.
- Шарыгин И. Ф., Шторгин М. И. Кто открыл формулу Содди? Математика в школе. № 3. 1991. С. 31-33.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Central Role of Energy in Soddy's Holistic and Critical Approach to Nuclear Science, Economics, and Social Responsibility დაარქივებული 2017-10-15 საიტზე Wayback Machine.
- Annotated bibliography for Frederick Soddy from the Alsos Digital Library for Nuclear Issues დაარქივებული 2006-08-28 საიტზე Wayback Machine.
- M. King Hubbert on the Nature of Growth. 1974
- A biography of Frederick Soddy by Arian Forrest Nevin დაარქივებული 2009-04-17 საიტზე Wayback Machine.
- The Frederick Soddy Trust დაარქივებული 2018-10-21 საიტზე Wayback Machine.
- Frederick Soddy Biography (The official web site of the Nobel Foundation)
- Информация с сайта Нобелевского комитета (ინგლისური)
- Василенко А. А. Серенада математике (Меж аксиом и теорем)[მკვდარი ბმული] // «Математика. Всё для учителя!» № 9 (21). Сентябрь. 2012. С. 45-48.
- Формула Содди დაარქივებული 2008-01-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 8.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Содди Фредерик // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1921 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-20. ციტირების თარიღი: 2019-04-22.
|