პეგინგი
პეგინგი (ინგლ. pegging) — ჰეტეროსექსუალური სექსის სახეობა, სადაც ქალი ათავსებს სტრაპონს ან ფალოიმიტატორს მამაკაცის ანუსში. 2001 წლის 21 ივნისს ტერმინი პირველად გამოიყენა დენ სევიჯმა (ინგლ. Dan Savage), სტატიაში „Savage Sex“ (უხეში სექსი) და წარდგენილ იქნა ამგვარი სექსუალური აქტივობის ფორმის ერთიან სახელწოდებად.
პეგინგის დროს ქალი ფიზიკურ სიამოვნებას შეიძლება იღებდეს გენიტალიის დილდოსთან კონტაქტისას, ან ვაგინალური შეღწევის სიამოვნებას ორმხრივი დილდოს შემთხვევაში. ქალს სიამოვნების მისაღებად ასევე შეუძლია გამოიყენოს დამხმარე ვიბრატორი სტრაპონსა და მის გენიტალიას შორის. კაცები სიამოვნებას იღებენ ანუსის, პროსტატის და მიმდებარე ორგანოების სტიმულაციით. ანალური სექსის დროს, მამაკაცის პროსტატა აქტიურად სტიმულირდება, რასაც ორგაზმის და ეაკულაციის გამოწვევა შეუძლია. ზოგიერთ კაცს პეგინგის დროს მასტურბირება სიამოვნებს.
პეგინგი, მისი მოყვარულთათვის უმეტესწილად ფსიქოლოგიური სიამოვნებაა. ორივე სქესი ამ ასპექტს დიდ ყურადღებას აქცევს — ქალის დომინირება, კაცის დაქვემდებარება. ამგვარად, პეგინგი ერთ-ერთ ბდსმ-ის სახეობად ითვლება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Savage Love Female-to-Male strap-on sex naming contest დაარქივებული 2021-03-02 საიტზე Wayback Machine.
- Strapon/prostate advice/FAQ დაარქივებული 2006-02-05 საიტზე Wayback Machine.
- Bend Over Boyfriend practice phenom explored დაარქივებული 2014-04-13 საიტზე Wayback Machine.