ნიკიტა ქალკედონელი
ნიკიტა ქალკედონელი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 28 მაისი, ახალი სტილით - 10 ივნისი.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი, VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმინდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული. ხატმბრძოლი ლეონ V-ის (813-820) დროს წმინდანი თამამად ამხელდა ერეტიკოსებს. ამისთვის მრავალი დევნა დაითმიანა უსჯულო იმპერატორისა და მისი მიმდევრებისაგან. წმინდა აღმსარებელი გარდაიცვალა IX საუკუნის დასაწყისში. მის ნაწილებთან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. კონსტანტინოპოლელი პრესვიტერის იოსების მიერ დაწერილ კანონში მოიხსენიება წმინდა ნიკიტას ძმაც - წმინდა ეგნატე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.