შინაარსზე გადასვლა

ივანე აივაზოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე აივაზოვსკი
დაიბადა 17 (29) ივლისი, 1817[1]
დაბადების ადგილი ფეოდოსია[2] [1] [3]
გარდაიცვალა 19 აპრილი (2 მაისი), 1900[4] [3] [5] [6] [1] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფეოდოსია[2] [1] [3]
ჟანრი მარინა[1] , პეიზაჟი[3] , ბატალური ჟანრი, ფიგურა[3] , საჟანრო ფერწერა[3] , ისტორიული ფერწერა[3] , პორტრეტი[3] , რელიგიური ფერწერა[3] , მითოლოგიური ფერწერა[3] და რომანტიზმი
ივანე აივაზოვსკის პორტრეტი, შესრულებული ალექსი ტურანოვის მიერ.

ივანე კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი (რუს. Иван Константинович Айвазовский, სომხ. Հովհանէս Այվազովսկի, დ. 29 ივლისი [ ძვ. სტ. 17 ივლისი], 1817, ფეოდოსია — გ. 5 მაისი [ ძვ. სტ. 19 აპრილი], 1900, იქვე) — რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი. წარმოშობით სომეხი. 1833-1837 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. იყო მ. ვორობიოვისა და ფ. ტანერის მოწაფე. 1845 წლიდან — აკადემიკოსი, 1847 წლიდან პროფესორი, 1887-იდან სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. ევროპის რამდენიმე აკადემიის წევრი.

1845-იდან ცხოვრობდა ფეოდოსიაში. უკვე 1840-იდან საქვეყნოდ მოიხვეჭა სახელი თავისი ნამუშევრებით, რომლებშიც გადმოცემულია ზღვის სტიქიონის სიდიადე, ზღვასთან მებრძოლი ადამიანების სიმამაცე. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია:„ჩესმენის ბრძოლა“, „ნავარინის ბრძოლა“ (ორივე — 1848, ფეოდოსიის სამხატვრო გალერეა), „მეცხრე ტალღა“ (1850, სანქტ-პეტერბურგი, რუსული მუზეუმი), „შავი ზღვა“ (1881, მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა). აივაზოვსკის ორი ნამუშევარი „ნიკოლოზ I-ის ჩასვლა გელენჯიკში“ და „ოსმალთა ფელუკის დატყვევება“ დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 Айвазовский Иван Константинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 RKDartists
  4. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.