შინაარსზე გადასვლა

თითაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თითაობის ილუსტრაცია

თითაობა, ე.წ. ფინგერინგი (ინგლ. fingering) — სქესობრივი აღგზნების მიღწევის მიზნით კლიტორის ან ვულვას სხვა ნაწილების, საშოს ან ანუსის სტიმულირება თითით. იგი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც მთლიან სექსუალურ აქტს, ასევე შეიძლება იყოს ურთიერთმასტურბაციის ნაწილი, პრელუდია ან სხვა სახის სექსუალური მოქმედება. თვითთითაობა ეს არის მასტურბაციის ისეთივე სახეობა, როგორიცაა ხელით პენისის სტიმულირება. ასეთი სახის სექსუალურმა მოქმედებებმა შეიძლება მიანიჭოს სექსუალური სიამოვნება, იქნება ეს შეღწევადი თუ არაშეღწევადი სქესობრივი აქტი.

თითაობა ქალური მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

გენიტალური თითაობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გენიტალიის მენუალური სტიმულირება ქალური მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული სახეობაა

გენიტალური თითაობა შეიძლება იყოს თვითმყოფადი სექსუალური აქტივობა, რომელიც ორგაზმით დამთავრდება, ან და იყოს სხვა სექსუალური მოქმედებების დასაწყისი. თითაობამ შეიძლება ქალს მიანიჭოს სექსუალური სიამოვნება, როდესაც ვაგინალური სქესობრივი აქტი მიუწვდომელია ან არასასურველია რაიმე მიზეზით.

თითაობა, როგორც ურთიერთმასტურბაციის სახეობა

ვულვის და კერძოდ კლიტორის მასაჟი ყველაზე გავრცელებული ხერხი ქალის ორგაზმამდე მისაღწევად.[1] კლიტორის თავაკი, როგორც წესი, მასირდება კლიტორალური კაპიუშონის კანის ზედაპირიდან (ან ხდება კლიტორალური კაპიუშონის გადაწევა კლიტორის გაშიშვლების მიზნით და ხდება კლიტორის უშუალო მასირება) თითების მოძრაობით ზევით-ქვევით, ერთი გვერდიდან-მეორესკენ ან წრიული მოძრაობებით. ასევე ხდება გენიტალიის სხვა ნაწილების თითებით სტიმულირება. [2][3][4]

საშოს მასტურბაცია ხშირად ტარდება G-წერტილის სტიმულირების მიზნით. G-წერტილი დაახლოებით მდებარეობს 5 სმ ზევით საშოს წინა კედელზე. იგი აღიწერება როგორც ძნელად შესამჩნევი შვერილი, რომლის ტექსტურაც მცირედიდ მოუხეშოა საშოს ღრუს დანარჩენ კედლებთან შედარებით. ამ ადგილზე ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სკინის ჯირკვლის სტიმულირება, რომელიც მიიჩნევა ქალური ეაკულაციის მიღწევის ხერხად.[5] ზოგ შემთხვევაში ამ მეთოდთან პარალელის გავლება ხდება მამაკაცის პროსტატის ჯირკვალზე ზემოქმედებასთან ანუსის გავლით.[6][7]

ზოგი ქალი მიუთითებს ე.წ. „მოდი აქ“ მეთოდზე, როგორც ორგაზმის მიღწევის საუკეთესო გზაზე. ეს ხერხი აერთიანებს ზემოქმედებას შუა, ხანდახან ასევე საჩვენებელი თითით ან არათითით, რომლის დროსაც ხდება ხელით ისეთი მოძრაობის შესრულება, რომელიც გავს „მოდი აქ“ ჟესტს შესრულებულს ბოქვენის ძვლის მიმართ ზემოთ მიმართული ხელისგულით. არ არსებობს G-წერტილის ისეთი აღგზნების ხერხი, რომელიც ყველა ქალისთვის ერთნაირად შედეგიანი იქნებოდა.

სამედიცინო მუშაკები იძლევიან რჩევას, მოხდეს ხელების გულდასმითი დაბანვა საშოსთან შეხებამდე, აუცილებელი ჰიგიენის დასაცავად, განსაკუთრებით სხვადასხვა ტიპის თითაობისას.[8]

ანალური თითაობა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქალის ასევე მამაკაცის მიმართ. ძირითადად ანალურ თითაობას მიმართავენ პასიური პარტნიორის ანუსის ანალური სექსისთვის მოსამზადებლად, იქედან გამომდინარე, რომ ხელით სტიმულაციით შესაძლებელია ანალური ხვრელის მოშვება.

ანალური თითაობა შეიძლება სიამოვნების მიმნიჭებელი იყოს, რადგან ანალურ ზონაში მდებარეობს დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოვება. მაღალი ხარისხის საპოხის (ლუბრიკანტის) გამოყენება რეკომენდირებულია სიამოვნების და შეღწევადობის ასამაღლებლად. ზოგი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს უბრალოდ ანალური გარე წრის სტიმულირებას, მაშინ როდესაც სხვები ერთი ან რამდენიმე თითის შემდგომი შეყოფით იღებენ მეტ სიამოვნებას. ანალური თითაობა ასევე ეფექტიანი ხერხია მამაკაცის პროსტატის აღგზნებისთვის რომელმაც ორგაზმამდე შიძლება მიიყვანოს პასიური პარტნიორი.[9][10][11]

თითაობა მიიჩნევა „უსაფრთხო სექსად“ მანამ, სანამ ხელები დაცული იქნება ლატექსის ხელთათმანით.[12] თითაობამდე ფრჩხილები უნდა მოიჭრას და დამუშავებულ იქნას; გრძელი, ბასრი ან დაკბილული ფრჩხილი შეიძლება გახდეს ჭრილობების, დაზიანებების ან ინფექციის შეჭრის მიზეზი. თითებზე ჭრილობების ან ინფექციის წყაროს არსებობის შემთხვევაში აუცილებელია თითების მაქსიმალური დაცვა. თითის პრეზერვატივის გამოყენებისას შესაძლებელია მისი გაძვრომა თითიდან და პარტნიორის შიგნით ჩარჩენა. აუცილებელია ხელების თბილი წყლით და საპნით დაბანვა სხვა სახის აქტივობამდე, ბაქტერიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საშოს და ანალური სტიმულირებისას აუცილებელია განცალკევებული ლატექსის ხელთათმანების გამოყენება თითოეულისთვის ჯვარედინი დაბინძურების ასაცილებლად.

  1. Kammerer-Doak, Dorothy; Rogers, Rebecca G. (June 2008). "Female Sexual Function and Dysfunction". Obstetrics and Gynecology Clinics of North America 35 (2): 169–183. doi:10.1016/j.ogc.2008.03.006. PMID 18486835. Most women report the inability to achieve orgasm with vaginal intercourse and require direct clitoral stimulation ... About 20% have coital climaxes...
  2. Carroll, Janell L. (2009). Sexuality Now: Embracing Diversity. Cengage Learning. pp. 118, 252, and 264. ISBN 978-0-495-60274-3. Retrieved 23 June 2012.
  3. O'Connell HE, Sanjeevan KV, Hutson JM (October 2005). "Anatomy of the clitoris". The Journal of Urology 174 (4 Pt 1): 1189–1195. doi:10.1097/01.ju.0000173639.38898.cd. PMID 16145367. Lay summary – BBC News (11 June 2006).
  4. Cornforth, Tracee (17 July 2009). "The Clitoral Truth დაარქივებული 2010-12-03 საიტზე Wayback Machine. ". About.com. Retrieved 21 April 2010.
  5. Rabinerson D, Horowitz E (February 2007). "[G-spot and female ejaculation: fiction or reality?]". Harefuah (in Hebrew) 146 (2): 145–7, 163. PMID 17352286.
  6. Zaviacic M, Jakubovská V, Belosovic M, Breza J (2000). "Ultrastructure of the normal adult human female prostate gland (Skene's gland)". Anat Embryol (Berl) 201 (1): 51–61. PMID 10603093.
  7. Wimpissinger, F.; Stifter, K.; Grin, W.; Stackl, W. (2007). "The Female Prostate Revisited: Perineal Ultrasound and Biochemical Studies of Female Ejaculate". The Journal of Sexual Medicine 4 (5): 1388–93. doi:10.1111/j.1743-6109.2007.00542.x. PMID 17634056.
  8. "Pussy Fingering დაარქივებული 2017-06-26 საიტზე Wayback Machine. ". Sex Project. Retrieved 19 August 2010.
  9. "The male hot spot — Massaging the prostate დაარქივებული 2015-08-16 საიტზე Wayback Machine. ". Go Ask Alice!. 27 September 2002. Retrieved 2010-04-21.
  10. Rosenthal, Martha (2012). Human Sexuality: From Cells to Society. Cengage Learning. pp. 133–135. ISBN 0618755713. Retrieved 17 September 2012.
  11. Barry R. Komisaruk, Beverly Whipple, Sara Nasserzadeh, Carlos Beyer-Flores (2009). The Orgasm Answer Guide. JHU Press. pp. 108–109. ISBN 0-8018-9396-8. Retrieved 6 November 2011.
  12. Sonnex, C.; Strauss, S.; Gray, J. J. (Oct 1999). "Detection of human papillomavirus DNA on the fingers of patients with genital warts". Sexually transmitted infections 75 (5): 317–319. doi:10.1136/sti.75.5.317. ISSN 1368-4973. PMC 1758241. PMID 10616355.