აპულია (ბერძნულიდან Ἀπουλία; იტალ.Puglia) — რეგიონი იტალიაში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. აღმოსავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — იონიის ზღვა, სამხრეთით — ოტრანტოს სრუტე და ყურე. მის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს სალენტოს ნახევარკუნძულს უწოდებენ, რომელიც „ჩექმის“ ფორმის იტალიის ქუსლს წარმოადგენს. რეგიონის ფართობი 19 345 კმ²-ია, მოსახლეობა კი 4,1 მლნ ადამიანს შეადგენს (2011). ჩრდილოეთით მოლიზეს რეგიონი ესაზღვრება, დასავლეთით — კამპანია, სამხრეთ-დასავლკეთით კი ბაზილიკატა. მის გასწვრივ, იონიის ზღვის მიღმა, მდებარეობს საბერძნეთი და ალბანეთი.