7 თებერვალი
იერსახე
<< | თებერვალი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | |||
2024 |
7 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 38-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 327 დღე (ნაკიან წელში - 328).
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 457 : ლეონ I გახდა ბიზანტიის იმპერატორი.
- 1238 : მონღოლებმა რუსეთის ქალაქი ვლადიმირი დაწვეს.
- 1550 : იულიუს III რომის პაპი გახდა.
- 1795 : აშშ-ის კონსტიტუციის XI ჩასწორების რატიფიცირება მოხდა.
- 1898 : ემილ ზოლას ასამართლებენ დეფამაციისთვის სტატიაში „მე ბრალს ვდებ!“.
- 1904 : ხანძარმა ბალტიმორში (მერილენდი) 1500 შენობა გაანადგურა 30 საათში.
- 1914 : ჩარლზ ჩაპლინი პირველად გამოჩნდა ეკრანზე მის პირველ ფილმში „საბავშვო ავტორალი ვენეციაში“.
- 1962 : აშშ-მა აკრძალა კუბიდან ნებისმიერი იმპორტი და ექსპორტი.
- 1964 : The Beatles ნიუ-იორკში ჩავიდა პირველი ამერიკული ტურნეს ფარგლებში.
- 1965 : აშშ-ის ავიაციამ დაიწყო ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის დაბომბვა.
- 1974 : გრენადა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1990 : საბჭოთა კავშირის დაშლა — საბჭოთა კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ძალაუფლებაზე მონოპოლია დათმო.
- 1991 : ჰაიტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდის ინაუგურაცია შედგა.
- 1992 : მაასტრიხტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რამაც დასაბამი მისცა ევროპის კავშირს.
- 2009 :
- ვიქტორიაში (ავსტრალია) ტყის ხანძარმა სულ მცირე 173 ადამიანი იმსხვერპლა.
- მადაგასკარის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან მომიტინგეებს ანტანანარივუში, რამაც სულ მცირე 50 ადამიანი იმსხვერპლა.
- 2010 :
- ეროვნულ–ლიბერალი ლაურა ჩინჩილია აირჩიეს კოსტა-რიკის პრეზიდენტად.
- რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად.
- 2012 : მალდივის პრეზიდენტის მოჰამედ ნაშიდის გადაგომის შემდეგ მოჰამედ ვაჰიდ ჰასანი ქვეყნის მეთაური გახდა.
- 2014 : სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა.
- 2021 : ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში მყინვარის მოწყვეტამ წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1102 : მატილდა — ქორწინების შედეგად იყო საღვთო რომის იმპერატრიცა
- 1478 : ტომას მორი — ინგლისელი მწერალი და პოლიტიკოსი.
- 1812 : ჩარლზ დიკენსი — ინგლისელი მწერალი.
- 1812 : ივანე მუხრანბატონი — მსხვილი ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.
- 1860 : ვლადიმერ აღნიაშვილი — ქართველი საზოგადო მოღვაწე.
- 1870 : ალფრედ ადლერი — ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი.
- 1875 : პაულ ფონ ელც-რიუბენახი — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე.
- 1877 : გოდფრი ჰაროლდ ჰარდი — ინგლისელი მათემატიკოსი
- 1885 : სინკლერ ლუისი — ამერიკელი მწერალი.
- 1893: სუძუკი მოსაბურო — იაპონიის საზოგადო მოღვაწე.
- 1901: კლემენტინა დე ჟესუსი — ბრაზილიელი სამბას მომღერალი.
- 1909 : სერგო ქობულაძე — ქართველი მხატვარი.
- 1919: დეზმონდ დოსი — ამერიკელი საველე ექიმი.
- 1925 : რომოლო ვალი — იტალიელი მსახიობი.
- 1927 : გივი კვანჭახაძე — ქართველი ჰიგიენისტი
- 1937 : ანზორ ჟვანია — ქართველი მსახიობი.
- 1940 : ტონი ტანი — სინგაპურელი პოლიტიკოსი, ბანკირი და მათემატიკოსი.
- 1946 : ექტორ ბაბენკო — არგენტინაში დაბადებული ბრაზილიელი კინორეჟისორი
- 1946 : პიტ პოსტლეთუეიტი — ინგლისელი მსახიობი.
- 1947 : ტატიანა ჩერნიგოვსკაია — რუსი მეცნიერი
- 1956 : ზინაიდა გრეჩანი — მოლდოველი პოლიტიკოსი
- 1964 : კარლო კაჭარავა — ქართველი მხატვარი.
- 1964 : ლევან ურუშაძე — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი.
- 1974 : Nujabes — იაპონელი მუსიკოსი და პროდიუსერი
- 1978 : დანიელ ვან ბეიტენი — ყოფილი ბელგიელი ფეხბურთელი
- 1978 : ეშტონ კაჩერი — ამერიკელი მსახიობი.
- 1979 : ტავაკულ კარმანი — 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში
- 1983 : ფედერიკო მარკეტი — იტალიელი ფეხბურთელი.
- 1986 : გიორგი ცინცაძე — ქართველი კალათბურთელი.
- 1986 : ჯეიმზ დინი — ამერიკელი პორნო მსახიობი და პორნოგრაფიული ფილმების რეჟისორი.
- 1987 : ლაშა ფარღალავა — ქართველი კალათბურთელი.
- 1990 : ჯანლუკა ლაპადულა — იტალიელი ფეხბურთელი.
- 1992 : სერხი რობერტო — ესპანელი ფეხბურთელი
- 1993 : ლაშა მჭედლიშვილი — ქართველი ფეხბურთელი
- 1995 : გაელ ანდონიანი — სომეხი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1815 : სოლომონ II — იმერეთის მეფე
- 1878 : პიუს IX — რომის პაპი
- 1932 : თუმანიშვილ-წერეთელი, ანასტასია — ქართველი საბავშვო მწერალი.
- 1962 : ბერძენიშვილი, გრიგოლ — ქართველი დრამატურგი.
- 2024 : აზარაშვილი, ვაჟა — ქართველი კომპოზიტორი.
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- გაბრიელ ქიქოძე
- გრიგოლი ღვთისმეტყველი
- წმინდა მოწამენი ფელიციტა და შვიდნი ძენი მისნი: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი
- პოპლი ასური
- მარი მგალობელი
- მოსე ნოვგოროდელი
- აგრეთვე:
- გრენადა : დამოუკიდებლობის დღე (1974).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: