5 ოქტომბერი
იერსახე
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
5 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 278-ე დღე (ნაკიან წლებში – 279-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 87 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1582 : გრიგორიანული კალენდრის შემოღების გამო ეს დღე არ არსებობს ამ წელს იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.
- 1665 : კიელის უნივერსიტეტი დაარსდა.
- 1789 : საფრანგეთის რევოლუცია - პარიზელი ქალები ვერსალისკენ მიემართებიან ლუი XVI-სთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ამ უკანასკნელის მიერ ფეოდალიზმის გაუქმების დადგენილების უარყოფის გამო.
- 1793 : საფრანგეთის კონვენტმა მოქმედებაში შემოიღო რევოლუციური კალენდარი, სადაც პირველი წელი იწყებოდა რესპუბლიკის რევოლუციის პირველი დღიდან - 1792 წ. 22 სექტემბერს. წელი 12 თვისაგან შედგებოდა 30 დღე თითოში. დარჩენილი 5 (6) დღე დღესასწაულად გამოცხადდა.
- 1795 : ნაპოლეონმა როიალისტების ვანდემიერის ბუნტის ლიკვიდირება მოახდინა.
- 1864 : ინდოეთის ქალაქი კალკუტა თითქმის მთლიანად დაინგრა ციკლონის გამო; 60.000 ადამიანი დაიღუპა.
- 1908 : პრინცი ფერდინანდ I ბულგარეთს დამოუკიდებლად აცხადებს, საკუთარ თავს კი - ბულგარეთის მეფედ.
- 1910 : პორტუგალიაში გაუქმდა მონარქია და რესპუბლიკა გამოცხადდა.
- 1915 : პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო ბულგარეთი.
- 1921 : ლონდონში დაარსდა საერთაშორისო პენ-კლუბი, ≈ მწერალთა საზოგადოება.
- 1925 : აშშ-ში გამოვიდა ერნესტ ჰემინგუეის პირველი წიგნი.
- 1945 : ჰოლივუდის შავი პარასკევი - ჰოლივუდის სცენურ დეკორატორთა ექვსთვიანი გაფიცვა სისხლიან აურზაურში გადაიზარდა უორნერ ბრაზერსის სტუდიასთან.
- 1947 : პირველი სატელევიზიო გამოსვლა თეთრი სახლიდან გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა.
- 1962 : The Beatles-მა ბრიტანეთში გამოუშვა პირველი სინგლი „Love Me Do“.
- 1970 : ეგვიპტის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ნასერის, ნაცვლად პრეზიდენტად არჩეული იქნა მისი ახლო თანამებრძოლი ანვარ სადათი.
- 1986 : ბრიტანეთის გაზეთმა „სანდეი თაიმზმა“ გამოააშკარავა ისრაელის საიდუმლო ბირთვული იარაღი.
- 1991 : ლინუქსის პირველი ოფიციალური ვერსია 0.02 გამოვიდა.
- 2000 : ბელგრადში გამართული მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადადგა სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი. ამ დემონსტრაციებს ხშირად ბულდოზერის რევოლუციას უწოდებენ.
- 2003 : აჰმად კადიროვი აირჩა ჩეჩნეთის პრეზიდენტად.
- 2009 : ელისაბედ ბლეკბერნი, კეროლ გრაიდერი და ჯეკ შოსტაკი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ მათი აღმოჩენისთვის ქრომოსომების დაცვის სისტემაზე ტელომერებითა და ფერმენტი ტელომარაზით.
- 2010 : რუსი ფიზიკოსები ანდრე გეიმი და კონსტანტინ ნოვოსელოვი ნახშირბადის კვლევისას გაკეთებული აღმოჩენებისთავის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2011 :
- ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში ამერიკელები საულ პერლმუტერი, ადამ რისი და ბრაიან შმიდტი გახდნენ.
- ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში გახდა დანიელ შეხტმანი, ისრაელი.
- Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.
- 2015 : უილიამ კემპბელი, სატოსი ომურა და ტუ იუიუ მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2016 : ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს.
- 2017 :
- ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი კაზუო იშიგურო გახდა.
- ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.
- 2018 : კონგოელი დენი მუკვეგე და ერაყელი ნადია მურადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2020 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ამერიკელები ჰარვი ჯეიმზ ალტერი, ჩარლზ რაისი და ბრიტანელი მაიკლ ჰოუტონი გახდნენ.
- 2021 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში ამერიკელი სიუკურო მანაბე, გერმანელი კლაუს ჰასელმანი და იტალიელი ჯორჯო პარიზი გახდნენ.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1712 : გუარდი, ფრანჩესკო — იტალიელი მხატვარი
- 1713 : დიდრო, დენი — ფრანგი ენციკლოპედისტი და ფილოსოფოსი
- 1781 : ბოლცანო, ბერნარდ — ჩეხი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ფილოსოფოსი და თეოლოგი
- 1864 : ლიუმიერი, ლუი ჟან — კინემატოგრაფის გამომგონებელი
- 1879 : როუსი, ფრენსის პეიტონი — ამერიკელი პათოლოგი, 1966 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის.
- 1882 : რობერტ გოდარდი — ამერიკელი მეცნიერი - რაკეტამშენებლობის პიონერი. 1926 წლის მარტში წრმატებულად გაუშვა პირველი რაკეტა თხევად საწვავზე
- 1890 : ედშმიდი, კაზიმირ — გერმანელი მწერალი, ექსპრეციონიზმის ერთ-ერთი ლიდერი.
- 1902 : რეი კროკი — ამერიკელი რესტორატორი, McDonald′s-ის ქსელის შემქმნელი.
- 1907 : რაგნარ ნურკსე — ესტონელი ეკონომისტი.
- 1908 : ჟაროკოვი, ტაირ — ყაზახი პოეტი
- 1930 : ჩესტერ არტური — აშშ-ს პოლიტიკოსი
- 1936 : ჰაველი, ვაცლავ — ჩეხოსლოვაკიისა (1989-1992) და ჩეხეთის (1993-2003) პრეზიდენტი
- 1938 : ჯო დასენი — ფრანგი მომღერალი
- 1975 : კეიტ უინსლეტი — ბრიტანელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 578 : იუსტინე II — ბიზანტიის იმპერატორი
- 1056 : ჰაინრიხ III — გერმანიის მეფე (დ.1017)
- 1214 : ალფონსო VIII — კასტილიის მეფე
- 1285 : ფილიპ III — საფრანგეთის მეფე (დ.1245)
- 1714 : კაიბარა ეკიკენი — იაპონელი ფილოსოფოსი
- 1763 : ავგუსტ III — პოლონეთის მეფე და ზახსენის კურფურსტი
- 1791 : პოტიომკინი, გრიგოლ — რუსი სახელმწიფო მოღვაწე
- 1805 : კორნუოლისი, ჩარლზ — ინგლისელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
- 1871 : აფანასიევი, ალექსანდრე — რუსი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი
- 1880 : ჟაკ ოფენბახი — ფრანგი კომპოზიტორი, კლასიკური ოპერეტის ჟანრის შემქმნელი.
- 1918 : გაროსი, როლან — ფრანგი მფრინავი, პირველმა გადაფრინა ხმელთაშუა ზღვა, მისი სახელისაა ჩოგბურთის კორტი სტადიონი პარიზში.
- 1989 : გრიგულისი, არვიდს — ლატვიის სახალხო მწერალი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- 2004 : უილკინსი, მორის ჰიუ — ინგლისელი ბიოფიზიკოსი, 1962 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.
- 2011 : სტივ ჯობსი — ამერიკელი გამომგონებელი. ეფლის თანადამფუძნებელი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- პორტუგალია : რესპუბლიკის დღე
- მსოფლიო მასწავლებელთა დღე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: