1 ოქტომბერი
იერსახე
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
1 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 274-ე დღე (ნაკიან წლებში – 275-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 91 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 331 : გავგამელას ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III.
- 910 : სასწაული, წმინდა ანდრეის გამოცხადება ვლაქერნის ტაძარში კონსტანტინოპოლში
- 965 : იოანე XIII რომის პაპი გახდა.
- 1661 : ინგლისში ჩატარდა პირველი იახტების შეჯიბრება: მონაწილეობას იღებდა მეფე კარლ II და მისი ძმა ჯეიმზი. გაიმარჯვა რა თქმა უნდა მეფემ.
- 1773 : სანქტ-ბეტერბურგის ყაზანის ტაძარში ჯვარი დაიწერეს დიდმა თავადმა პავლე პეტრეს ძემ და პრინცესა ვილგელმინამ, ლანდგრაფ ლუდვიგ ჰესსენ-დარმშტადტელის მეორე ქალიშვილმა. რუსეთში ჩამოსვლისას პრინცესამ მიიღო მართლმადიდებლობა და მოინათლა როგორც ნატალია ალექსეის ასული.
- 1795 : საფრანგეთმა ბელგია დაიპყრო.
- 1800 : ესპანეთმა საფრანგეთს გადასცა ლუიზიანა სან-ილდეფონსოს ხელშეკრულებით.
- 1827 : რუსეთის არმია გენერალ პესკევიჩის მეთაურობით ერევნის შტურმს ახორციელებს, რითაც სრულდება სომხეთზე მუსლიმთა გავლენის ათასწლეული.
- 1843 : ლონდონში დაიწყო ყოველკვირეული გაზეთის News of the World (მსოფლიოს სიახლეები) გამოცემა.
- 1847 : გერმანელმა გამომგგონებელმა და მეწარმემ ვერნერ ფონ სიმენსმა კომპანია სიმენს აგ და ჰალსკე დააარსა.
- 1850 : დაარსდა სიდნეის უნივერსიტეტი, უძველესი ავსტრალიაში.
- 1869 : ავსტრიამ მსოფლიოში პირველი საფოსტო ბარათები გამოუშვა.
- 1880 : თომას ედისონმა პირველი ელექტრონათურების ქარხანა გახსნა.
- 1888 : დაარსდა სოფიის უნივერსიტეტი - პირველი უმაღლესი სასწავლებელი ბულგარეთში. (ეს თარიღი უნდა აღინიშნებოდეს 13 ოქტომბერს რადგან მაშინ ქვეყანა 1916 წ-მდე ცხოვრობდა იულიანური კალენდრით.)
- 1891 : სტენფორდის უნივერსიტეტი გაიხსნა კალიფორნიაში, აშშ.
- 1898 : მეფე ნიკოლოზ II-ის ბრძანებით ებრაელები გააძევეს რუსეთის მთავარი ქალაქებიდან.
- 1905 : დაარსდა თურქული საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“, 16 გზის ქვეყნის ჩემპიონი, 2000 წ. უეფას თასის მფლობელი.
- 1908 : ჰენრი ფორდიმ წარმოადგინა მანქანის ახალი მოდელი „ფორდ ლიზი“ (მოდელი T), რომელიც ღირდა (850 დოლარი). 1927 წ-თვის გამოშვებული ამ მოდელის იქნა 15 მილიონი მანქანა
- 1928 : საბჭოთა კავშირმა პირველი ხუთწლიანი გეგმა შემოიღო.
- 1931 : საბჭოთა კავშირში დაიწყო რეგულარული ტელეგადაცემები.
- 1931 : ხარკოვში ორჯონიკიძის სახ. ტრაქტორის ქარხანაში გამოუშვეს პირველი ტრაქტორი.
- 1936 : ფრანკო ესპანეთის ნაციონალისტური მთავრობის მეთაურად გამოცხადდა.
- 1938 : გერმანიის ჯარი შევიდა ჩეხოსლოვაკიაში და მოახდინა სუდეტის ოლქის ოკუპაცია.
- 1939 : ერთთვიანი ალყის შემდეგ ვარშავა დაეცა.
- 1940 : პენსილვანია ტარნპაიკი - აშშ-ის პირველი სუპერგზატკეცილი - გაიხსნა.
- 1946 : დასრულდა ნიურნბერგის პროცესი.
- 1949 : მაო ძე-დუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა.
- 1957 : აშშ-ის ფულზე პირველად გამოჩნდა წარწერა „ღმერთის ჩვენ გვწამს“ (In God We Trust).
- 1957 : გამოვიდა რიგის ღამის გაზეთის (რიგას ბალსს) პირველი ნომერი.
- 1960 : კვიპროსი დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
- 1960 : ნიგერია დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
- 1961 : აღმოსავლეთი და დასავლეთი კამერუნი გაერთიანდა როგორც კამერუნის ფედერალური რესპუბლიკა.
- 1962 : სტრეიზანდი, ბარბრამ გააფორმა პირველი კონტრაქტი ჩამწერ ფირმასტან Columbia
- 1964 : სიტყვის თავისუფლების მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსზე.
- 1964 : იაპონიაში მაღალი სისწრაფის რკინიგზა „შინკანსენი“ ტოკიო-ოსაკა ჩადგა მწყობრში.
- 1967 : დაიწყო ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი ტურნე ამერიკაში, ჯიმი ჰენდრიქსის ბენდთან ერთად.
- 1967 : სსრკ-ს ცენტრალურმა ტელევიზიამ დაიწყო ფერადი გადაცემების ტრანსლაცია.
- 1969 : კონკორდის ზესწრაფი სატრანსპორტო თვითმფრინავი ხმის ბარიერს ჭრის პირველად.
- 1971 : უოლტ დისნეი უორლდი გაიხსნა ორლანდოში, ფლორიდა.
- 1977 : ბრაზილიის ფეხბურთის ვარსკვლავი პელე სპორტიდან წავიდა. კარიერის განმავლობაში გაიტანა 1281 გოლი 1363 თამაშში
- 1979 : აშშ პანამის არხზე კონტროლს პანამას უბრუნებს.
- 1982 : კანცლერ ჰელმუტ შმიდტის უნდობლობის ვოტუმმა მიიყვანა ჰელმუტ კოლის არჩევამდე ამ პოსტზე.
- 1983 : შვედეთის ფოსტამ გამოუშვა მარკა კვარტეტ ABBA-ს გამოსახულებით.
- 1985 : ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლობა ტუნისში.
- 1988 : მიხაილ გორბაჩოვი სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს.
- 1989 : დანია გახდა პირველი სახელმწიფო, სადაც დართეს ერთი სქესის ქორწინების რეგისტრაციის ნებართვა.
- 2012 საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.
- 2017 : ესპანეთის ხელისუფლების მიერ აუღიარებელ რეფერნდუმზე კატალონიელთა 90 % ხმა დამოუკიდებლობას დაუჭირა.
- 2018 : ამერიკელი ჯეიმზ ელისონი და იაპონელი ტასუკუ ჰონძო ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2024 :
- იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა გახდა.
- ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე ნატოს გენერალური მდივანი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 208 : ალექსანდრე სევერუსი — რომის იმპერატორი
- 1207 : ჰენრი III — ინგლისის მეფე (გ.1272)
- 1471 : ფრედერიკ I — დანიის მეფე (გ.1533)
- 1507 : ჯაკომო და ვინიოლა — იტალიელი არქიტექტორი, გვიანი აღორძინების წარმომადგენელი.
- 1685 : კარლოს VI — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
- 1754 : პავლე I — რუსეთის იმპერატორი
- 1881 : ბოინგი, უილიამ ედვარდ — ამერიკელი მეწარმე. ავიამშენებელი ქარხნის დამაარსებელი.
- 1886 : ბლეიკი, რობერტ პირპონტ — ამერიკელი ორიენტალისტი
- 1903 : ჰოროვიცი, ვლადიმირ — უკრაინელი პიანისტი (გ.1989)
- 1911 : ჟანდოვი, ზახარია — ბულგარელი კინორეჟისორი
- 1912 : გუმილოვი, ლევ — რუსი ისტორიკოსი
- 1924 : კარტერი, ჯიმი — აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი
- 1931 : ნუარე, ფილიპ — ფრანგი მსახიობი
- 1940 : სტივ ო’რურკი — ინგლისელი ავტომრბოლელი და ჯგუფ პინკ ფლოიდის მენეჯერი
- 1947 : სიჩანოვერი, აარონ — ებრაელი ბიოლოგი
- 1953 : ანდრუს ანსიპი — ესტონეთის პრემიერ-მინისტრი (2005 წლიდან).
- 1966 : ჯორჯ ვეა — ლიბერიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი.
- 1975 : ხამატოვა, ჩულპან — რუსი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 686 : ტემუ — იაპონიის იმპერატორი
- 959 : ედვინი — ინგლისის მეფე
- 1404 : ბონიფაციუს IX — რომის პაპი
- 1499 : ფიჩინო, მარსილიუს — იტალიელი ფილოსოფოსი
- 1578 : ხუან ავსტრიელი — ესპანეთის ფლოტის სარდალი, კარლ V უკანონო შვილი
- 1684 : კორნელი, პიერ — ფრანგი დრამატურგი (დ. 1606)
- 1834 : ჰამზათ-ბეგი — დაღესტნის და ჩეჩნეთის მეორე იმამი.
- 1868 : ივანე ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) — თავადი, კავალერიის გენერალი.
- 1873 : გაბორიო, ემილ — ფრანგი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი დამაარსებელი.
- 1931 : აბაზაძე, ნიკოლოზ — ქართველი ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე.
- 1994 : გილაშვილი, პავლე — კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფო მოღვაწე.
- 2018 : შარლ აზნავური — ფრანგი მომღერალი (დ. 1924).
- 2019 : კარელ გოტი — ჩეხი მომღერალი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ბიძინა ჩოლოყაშვილი , ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები.
- ღირსი ევმენიოსი
- წმინდა არიადნა
- წმინდა სოფიო და ირინე
- წმინდა კასტორი
- ასევე:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: