სემიუელ ლეროი ჯექსონი
სამუელ ლეროი ჯექსონი | |
---|---|
სემიუელ ლეროი ჯექსონი 2019 წელს | |
დაბადების სახელი | სამუელ ლეროი ჯექსონი |
დაბადების თარიღი |
21 დეკემბერი, 1948 ვაშინგტონი, აშშ |
აქტიური | 1972–დღემდე |
მეუღლე(ები) |
ლატანია რიჩარდსონი (1980-დღემდე) |
BAFTA |
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში |
სხვა ჯილდოები |
ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის |
საიტი |
სამუელ ლეროი ჯექსონი (ინგლ. Samuel L. Jackson დ. 21 დეკემბერი, 1948) — ოსკარის ნომინანტი და BAFTA-ს გამარჯვებული ამერიკელი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხოვრების ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სემიუელ ლ. ჯექსონი დაიბადა 1948 წლის 21 დეკემბერს, ვაშინგტონში. იგი გაიზარდა ჩატანუგაში, ტენესი, დედამის, ელიზაბეტ ჯექსონთან ერთად. მამამისი ცხოვრობდა კანსასაში, მისური, შემდეგ კი გარდაიცვალა. მიზეზი ალკოჰოლი იყო. ჯექსონი მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვდა მამამისს. იგი დადიოდა Riverside High-ში (ამჟამად Chattanooga School for the Arts and Sciences). ამის შემდეგ იგი მივიდა Morehouse College-ში, ატლანტა, ჯორჯიის შტატი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯექსონმა კარიერა დაიწყო 1972 წელს, ფილმში „Together for Days“. ამ დაწყებითი როლის შემდეგ, მან გადაწყვიტა წასულიყო საცხოვრებლად ნიუ-იორკში, რამაც მას წარმატება მოუტანა. 1981 წელს, მან შეასრულა უმნიშვნელო როლი ფილმში „რეგთაიმი“. შემდეგი 6 წელი, ჯექსონისთვის წარუმატებელი გამოდგა. 1987 წელს, მან მიიღო მონაწილეობა ფილმში „ნამდვილი ედი მერფი“, ხოლო 1988 წელს, ფილმში „ამერიკაში დაბრუნება“. 1981 წელს, ჯექსონმა გაიცნო სპაიკ ლი და 1988 წელს ითამაშა მის ფილმში „School Daze“. ამას მოყვა ფილმები: „სიყვარულის ზღვა“ (1989),დიდებული ბიჭები (1990), „ბლუზი უკეთეს ცხოვრებაზე“ (1990) და „ცდუნება“ (1990). სპაიკ ლის დახმარებით ასევე მან ითამაშა ფილმში „ჯუნგლების ციებ–ცხელება“.
ჯექსონის წარმატება შეიმჩნევა 1990-93 წლებში. მან ითამაშა ბევრ წარმატებულ ფილმში: „მხოლოდ ბიზნესი“ (1991), „ავტორიტეტი“ (1992) ტუპაკ შაკურთან ერთად, „პატრიოტული თამაშები“ (1992), „დატენილი იარაღი 1“ (1993) „ამოსი და ენდრიუ“ (1993) და „იურული პარკი“ (1993).
1994 წელს მას დაუკავშირდა კვენტინ ტარანტინო და ფილმ „მაკულატურაში“ ჯულს ვინფილდის როლი შესთავაზა. ჯექსონისთვის მოულოდნელობა იყო ის, რომ ეს როლი სპეციალურად მისთვის დაიწერა. ფილმში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი ვარსკვალი: ჯონ ტრავოლტა, უმა თურმანი, ბრიუს უილისი და სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი ჯექსონისთვის 30-ე იყო, სწორედ ამ როლმა მოუტანა მას საერთაშორი ოაღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი და ტრავოლტა თანაბარი დროის მანძილზე ჩნდებიან ფილმში, სტუდია „მირამაქსმა“ ტრავოლტა წარადგინა ოსკარზე როგორც მთავარი როლის, ხოლო ჯექსონი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი. ამავე კატეგორიაში წარადგინეს ჯექსონი ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს დაჯილდოებებზე. მსახიობმა მხოლოდ ეს უკანასკნელი მოიგო.
1995-1997 წლებში მან მიიღო მონაწილეობა ფილმებში: „სიკვდილის კოცნა“, „კერკეტი კაკალი 3“, „დიდი თეთრი ტყუილი“, „დროა მოკვლის“, „ხანგრძლივი კოცნა ძილის წინ“, „საბედისწერო რვიანი“, „ერთი რვა შვიდი“, „ევას თავშესაფარი“ და „ჯეკი ბრაუნი“. ამ უკანასკნელისთვის მიიღო ბერლინალეს ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის და ოქროს გლობუსის მესამე ნომინაცია. ამ წლებში მან მიაღწია წარმატების უმაღლეს მწვერვალს. 1998 წელს, ჯექსონი მთავარ როლს თამაშობს ფილმში „მომლაპარაკებელი“, ამ წელსვე მან ითამაშა ფილმში „წითელი ვიოლინო“, რაც საკმაოდ წარმატებული გადმოდგა მისთვის.
1999 წელს, ჯექსონმა ითამაშა ფილმში „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე“. რასაც მოყვა ფილმის გაგრძელება 2002 წელს „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა“ და 2005 წელს „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შეტევა“. ჯექსონმა ითამაშა ისეთ წარმატებულ ფილმებში როგორევიცაა: „უვნებელი“ (2000), „ბრძოლის წესები“ (2000), „ადამიანი გამოქვაბულიდან“ (2001), „სამი იქსი“ (2002), „ფორმულა 51“ (2002), „ბაზა“ (2003), „სპეცრაზმი“ (2003), „ჩემს ქვეყანაში“ (2004), „სუპეროჯახი“ (2004), „მოკალი ბილი, ტომი 2“ (2004), „კაცი“ (2005), „სამი იქსი 2“ (2005), „მწვრთნელი კარტერი“ (2005), „სიმამაცის სახლი“ (2006), გველები თვითმფრინავზე (2006), „ჩემპიონის დაბრუნება“ (2007), 1408 (2007), „შავი გველის კვნესა“ (2007) „მწმენდავი“ (2007), „რკინის კაცი“ (2008).
2012 წელს ჯექსონმა კლავ ითანამშრომლა კვენტინ ტარანტინოსთან და მონაწილეობა მიიღო ტარანტინოს უკანასკნელ ფილმში „ჯანგო გათავისუფლებული“. ჯექსონმა შეასრულა სტეფენის როლი, შავკანიანი მსახურისა, რომელიც მონობისა და რასიზმის დამცველად გამოდის.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯექსონი დაქორწინდა ამერიკელ მსახიობ, ლატანია რიჩარდსონთან 1980 წელს. წყვილს, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჯელესში ჰყავს ქალიშვილი, ზოი. იგი დაიბადა 1982 წელს და სწავლობს კულინარიის სკოლაში.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1972 | ფ | Together for Days | Together for Days | სტენი |
1981 | ფ | რეგთაიმი | Ragtime | ბანდის წევრი |
1987 | ფ | ნამდვილი ედი მერფი | Eddie Murphy Raw | ედის ბიძა |
1988 | ფ | ამერიკაში დაბრუნება | Coming to America | კაცი |
1988 | ფ | School Daze | School Daze | ლიდსი |
1989 | ფ | სიყვარულის ზღვა | Sea of Love | შავი ბიჭი |
1990 | ფ | დიდებული ბიჭები | Goodfellas | პარნელ სტივენ ედვარდსი |
1990 | ფ | ბლუზი უკეთეს ცხოვრებაზე | Mo' Better Blues | მედლოკი |
1990 | ფ | ცდუნება | Def by Temptation | მინისტრი გართი |
1991 | ფ | ჯუნგლების ციებ–ცხელება | Jungle Fever | გეიტორ პურიფი |
1991 | ფ | მხოლოდ ბიზნესი | Strictly Business | მონრო |
1992 | ფ | ავტორიტეტი | Juice | ტრიპი |
1992 | ფ | პატრიოტული თამაშები | Patriot Games | რობი ჯექსონი |
1993 | ფ | დატენილი იარაღი 1 | Loaded Weapon 1 | სერჟანტი ვეს ლუგერი |
1993 | ფ | ამოსი და ენდრიუ | Amos & Andrew | ენდრიუ სტერლინგი |
1993 | ფ | იურული პარკი | Jurassic Park | ჯონ რეინოლდ არმონდი |
1994 | ფ | მაკულატურა | Pulp Fiction | ჯულს ვინფილდი |
1995 | ფ | სიკვდილის კოცნა | Kiss of Death | კელვინ ჰარტი |
1995 | ფ | კერკეტი კაკალი 3 | Die Hard with a Vengeance | ზეუს კარვერი |
1996 | ფ | დიდი ტეთრი ტყუილი | The Great White Hype | ფრედ სულთანი |
1996 | ფ | მოკვლის დროა | A Time to Kill | კარლ ლი ჰეილი |
1996 | ფ | ხანგრძლივი კოცნა ძილის წინ | The Long Kiss Goodnight | მიჩ ჰენესი |
1996 | ფ | საბედისწერო რვიანი | Hard Eight | ჯიმი |
1997 | ფ | ერთი რვა შვიდი | One Eight Seven | ტრევორ გარფილდი |
1997 | ფ | ევას თავშესაფარი | Eve's Bayou | ლუიზ ბატისტი |
1997 | ფ | ჯეკი ბრაუნი | Jackie Brown | ორდელ რობი |
1998 | ფ | მომლაპარაკებელი | The Negotiator | დენი რომანი |
1998 | ფ | წითელი ვიოლინო | The Red Violin | ჩარლზ მორიცი |
1999 | ფ | ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე | Star Wars Episode I: The Phantom Menace | მეის ვინდუ |
2000 | ფ | უვნებელი | Unbreakable | ელია პრაისი |
2000 | ფ | ბრძოლის წესები | Rules of Engagement | ტერი ჩილდერსი |
2001 | ფ | ადამიანი გამოქვაბულიდან | The Caveman's Valentine | რომულუს ლედბეტერი |
2002 | ფ | სამი იქსი | xXx | აგენტი ავგუსტუს გიბონსი |
2002 | ფ | ფორმულა 51 | The 51st State | ელმო მაკელროი |
2002 | ფ | ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა | Star Wars Episode II: Attack of the Clones | მეის ვინდუ |
2003 | ფ | ბაზა | Basic | სერჟანტი ნათან ვესტი |
2003 | ფ | სპეცრაზმი | S.W.A.T. | დენ ჰარელსონი |
2004 | ფ | ჩემს ქვეყანაში | In My Country | ლენგსტონ უიტფელდი |
2004 | ანფ | სუპეროჯახი | The Incredibles | ლუციუს ბესტი |
2004 | ფ | ამნეზია | Twisted | ჯონ მილზი |
2004 | ფ | მოკალი ბილი, ტომი 2 | Kill Bill Volume 2 | რუფუსი |
2005 | ფ | კაცი | The Man | დერიკ ვანი |
2005 | ფ | სამი იქსი 2 | xXx: State of the Union | აგენტი ავგუსტუს გიბონსი |
2005 | ფ | მწვრთნელი კარტერი | Coach Carter | კენ კარტერი |
2005 | ფ | ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება | Star Wars Episode III: Revenge of the Sith | მეის ვინდუ |
2006 | ფ | სიმამაცის სახლი | Home of the Brave | დოქტორი უილ მარში |
2006 | ფ | გველები თვითმფრინავზე | Snakes on a Plane | ნევილ ფლინი |
2007 | ფ | ჩემპიონის დაბრუნება | Resurrecting the Champ | ბობ სატერფილდი |
2007 | ფ | 1408 | 1408 | ჯერალდ ოლინი |
2007 | ფ | შავი გველის კვნესა | Black Snake Moan | ლაზარუს ვუდსი |
2007 | ფ | მწმენდავი | Cleaner | ტომ კატლერი |
2008 | ფ | რკინის კაცი | Iron Man | ნიკ ფური |
2009 | ფ | უსახელო ნაბიჭვრები | Inglourious Basterds | ხმა კადრს მიღმა |
2009 | ფ | დედა და შვილი | Mother and Child | პოლი |
2010 | ფ | რკინის კაცი 2 | Iron Man 2 | ნიკ ფური |
2012 | ფ | ჯანგო გათავისუფლებული | Django Unchained | სტეფენი |
2012 | ფ | შურისმაძიებლები | The Avengers | ნიკ ფური |
2014 | ფ | რობოტი-პოლიციელი | RoboCop | პატრიკ ნოვაკი |
2014 | ფ | კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი | Captain America: The Winter Soldier | ნიკ ფური |
2015 | ფ | კინგზმენი: საიდუმლო სამსახური | Kingsman: The Secret Service | რიჩმონდ ვალენტინი |
2017 | ფ | კონგი: თავის ქალის კუნძული | Kong: Skull Island | პრესტონ პაკარდი |