შინაარსზე გადასვლა

რუსეთის ევროპული ნაწილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის ევროპული ნაწილი, ევროპის ფონზე.

რუსეთის ევროპული ნაწილი (რუს. Европейская часть России; დასავლეთი რუსეთი, ცენტრალური რუსეთი) — რუსეთის ნაწილი, რომელიც გეოგრაფიულად ვრცელდება აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთის ევროპული ნაწილის ცალკეულ ტერიტორიებად განიხილება ურალი და ჩრდილოეთი კავკასია, რომელიც ვრცელდება აზიაში, ან აზიისა და ევროპის საზღვარზე.[1] რუსეთის ევროპული ნაწილის აღმოსავლეთი საზღვარი გადის ურალზე. მოიცავს: ცენტრალურ ფედერალურ ოკრუგს, სამხრეთის ფედერალურ ოკრუგს, ჩრდილო-დასავლეთის ფედერალურ ოკრუგს, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოკრუგსა და ვოლგისპირეთის ფედერალურ ოკრუგს. ფართობი დაახლოებით 3 960 000 კმ². რუსეთის ევროპულ ნაწილზე მოდის რუსეთის საერთო ფართობის 24 % და ევროპის საერთო ფართობის 40 %. ზოგჯერ რუსეთის ევროპულ ნაწილს მიაკუთვნებენ კალინინგრადის ოლქს.[1] მის ფარგლებშია რუსეთის ფედერაციის 52 სუბიექტი. ვრცელი ტერიტორია მოქცეულია ევროპის დაბლობის ფარგლებში. რუსეთის ევროპული ნაწილი წარმოადგენს ისტორიულ ბირთვს, სადაც თავი მოიყარა ქვეყნის მრავალრიცხოვანმა ხალხმა.[1]

რუსეთის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 78 % ცხოვრობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. საშუალოდ 27 ად./კმ²-ზე. ძირითადად ცხოვრობენ რუსები, თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები, ჩეჩნები, მორდოველები, ხუნძები, უდმურტები და სხვ.