შინაარსზე გადასვლა

რენე ზელვეგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენე ზელვეგერი
დაბადების სახელი რენე კეთლინ ზელვეგერი
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1969 (1969-04-25) (55 წლის)
კეტი, ტეხასი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) კენი ჩესნი (2005)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2003 — ცივი მთა
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში
2000 — მედდა ბეტი
2002 — ჩიკაგო
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2003 — ცივი მთა
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

2003 — ცივი მთა

რენე კეთლინ ზელვეგერი (ინგლ. Renée Kathleen Zellweger, დ. 25 აპრილი 1969, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი. კინოაკადემიის ჯილდოს ოსკარის პრემიის ლაურეატი. 2007 წლიდან არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი.[1]

რენე კეთლინ ზელვეგერი დაიბადა 1969 წლის 25 აპრილს, ტეხასის შტატის პატარა ქალაქ კეტიში. მამამისი ემილ ერიხ ცელვეგერი იყო შვეიცარიელი იმიგრანტი[2], რომელიც მუშაობდა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში, ხოლო დედა ირენ ანდერსენი ნორვეგილი და საამიის წარმოშობისა[3] პროფესიით მეანი ქალი იყო[4][5] და ტეხასში ამღზრდელად მუშაობდა.[4][5]

რენეს ჰყავს უფროსი ძმა – დრიუ ზელვეგერი, რომელიც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს. და-ძმამ გერმანული გვარი ცელვეგერი ინგლისურენოვანი c [z-] ფორმით გადააკეთეს (<Zellweger, ზელვეგერი).

ადრეულ წლებში რენე ზელვეგერი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სპორტის რამდენიმე სახეობაში, მათ შორის ფეხბურთში, კალათბურთში, ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთში.[5]

ერთი პერიოდი ზელვეგერი მიმტანად მუშაობდა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში.[6]

რენე ზელვეგერმა ტეხასის უნივერსიტეტში დაამთავრა სამსახიობო კურსები და შემდეგ გაემგზავრა ჰოლივუდში, სადაც წარმატებებს მიაღწია. თუმცა შემდეგ ისევ მშობლიურ შტატში დაბრუნდა. ამის შემდეგ კინოსინჯებში მონაწილეობდა და საბოლოოდ მიიღო მეორეხარისხოვანი როლები კინოფილმებში. 1994 წელს მიიღო მთავარი როლი ფილმში „ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით 4: ახალი თაობა“, სადაც მასთან ერთად ითამაშა მეთიუ მაკ-კონეჰიმ. სწორედ ამ უკანასკნელმა მოუწოდა რენეს ჰოლივუდში წასულიყო და იქ მიეღწია კინოწარმატებებისთვის.

2005 წელს ცოლად გაჰყვა კენი ჩესნის, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მათი ქორწინებაში ყოფნა შეწყდა.

რენე ზელვეგერი კინოკრიტიკოსებმა აღიარეს ფილმში „ჯერი მაგუაიერი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ტომ კრუზმა. აღსანიშნავია ასევე ფილმები: „ბრიჯიტ ჯოუნსის დღიური“, „ჩიკაგო“ და სხვ. 2003 წელს გამოვიდა დიდბიუჯეტიანი ფილმი „ცივი მთა“, სადაც განასახიერა სოფლელი გოგონას როლი და საბოლოოდ ამ როლისთვის დაჯილდოვდა ოსკარის პრემიით. 2005 წელს რასელ კროუსთან ერთად ითამაშა ფილმში „ნოკდაუნი“; ხოლო რენე ზელვეგერის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „საქმე 39“, საშინელებათა ფილმი, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯოდელ ფერლანდმა.

რენე ზელვეგერი და ჯორჯ კლუნი
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1994 სიყვარული და 45 კალიბრი Love And A. 45 სტერლინ ჩიტემი
1994 რეალობა იკბინება Reality Bites ტამი
1994 ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით 4: ახალი თაობა The Return of the Texas Chainsaw Massacre ჯენი
1996 მთელი დიდი სამყარო The Whole Wide World ნოველინ პრაისი
1996 ჯერი მაგუაიერი Jerry Maguire დოროთი ბოიდი
1998 ჭეშმარიტი ღირებულებები One True Thing ელენ გულდენი
1999 უცოლო The Bachelor ენ არდენი
2000 მედდა ბეტი Nurse Betty ბეტი საიზმორი
2000 მე ისევ მე და ირენი Me, Myself & Irene ირენ უოტერსი
2001 ბრიჯიტ ჯოუნსის დღიური Bridget Jones's Diary ბრიჯიტ ჯოუნსი
2002 თეთრი ოლეანდრი White Oleander კლერ რიჩარდსი
2002 ჩიკაგო Chicago როქსი ჰარტი
2003 ძირს სიყვარული Down with Love ბარბარა ნოვაკი
2003 ცივი მთა Cold Mountain რუბი თეუსი
2004 ანფ წყალქვეშა საძმო Shark Tale ენჯი
2004 ბრიჯიტ ჯოუნსი: გონიერების ზღვარი Bridget Jones: The Edge of Reason ბრიჯიტ ჯოუნსი
2005 ნოკდაუნი Cinderella Man მეი ბრედოკი
2006 მის პოტერი Miss Potter ბეატრის პოტერი
2008 აპალუზა Appaloosa ელი ფრენჩი
2008 სიყვარული წესების გარეშე Leatherheads ლექსი ლიტლტონი
2009 საქმე 39 Case 39 ემილი ჯენკინსი
2009 გაყინული მაიამიდან New in Town ლუსი ჰილი
2009 ჩემი ერთადერთი My One and Only ენ დევერო
2010 ჩემი სასიყვარულო სიმღერა My Own Love Song ჯეინი
2019 ჯუდი Judy ჯუდი გარლანდი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "Witherspoon Tops Rich List" დაარქივებული 2012-05-29 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. San Francisco Chronicle. 2007-11-30.
  2. (german). Filmreporter.de (2006-05-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-04. ციტირების თარიღი: 2010-03-31.
  3. "Lone star"[მკვდარი ბმული]. Telegraph.co.uk. 2004-10-28.
  4. 4.0 4.1 Agelorius, Monica. "Bridget Jones's Diary LA junket" დაარქივებული 2009-02-12 საიტზე Wayback Machine. . scene-magazine.com 2001-03-17.
  5. 5.0 5.1 5.2 "Renee Zellweger Biography" დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine. . Tiscali.co.uk. 2008-02-06.
  6. "Renee Zellweger" დაარქივებული 2008-01-22 საიტზე Wayback Machine. . Yahoo! Movies. 2008-02-06.