შინაარსზე გადასვლა

ილია თოფურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია თოფურია
პირადი ინფორმაცია
მეტსახელ(ებ)ი მატადორი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 21 იანვარი, 1997
დაბ. ადგილი ჰალე, გერმანია
სიმაღლე 173 სმ
წონა 65 კგ
საიტი elmatador.es
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო[1]
სპორტი შერეული საბრძოლო ხელოვნება
სახეობა აბსოლუტური საბძოლო ჩემპიონატი (UFC)
კლუბი კლიმენტ კლუბი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ილია თოფურია (დ. 21 იანვარი, 1997, ჰალე, გერმანია) — ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია გახდა UFC-ის ჩემპიონი.

ილია თოფურია დაიბადა გერმანიაში, ვესტფალიის ქალაქ ჰალეში, ქართველი მშობლების ოჯახში.

შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიში დაიწყო.

2013 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.

2015 წელს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში.

27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.

2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია „მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპრდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა[2].

2024 წელს UFC 298-ზე ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზონის ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკის და ბრძოლა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოუგო. ამავე წელს მიანიჭეს ესპანეთის მოქალაქეობა.[3]

  • 2024 — ღირსების ორდენი[4] „საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lee, Alexander K. (18 მარტი, 2024). „Watch Ilia Topuria get swarmed by fans at crazy Georgia homecoming“. MMA Fighting (ინგლისური). ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. "ჩემი ქართველები იხოცებოდნენ, ვიღაცა კი ამაზე იცინის... ილოცოს, არსად გადამეყაროს" - რატომ დაუპირისპირდა ქართველი "მატადორი" ბრიტანელ მებრძოლს ოქტაგონს მიღმა?
  3. ჩიჩუა, ნინო (5 მარტი, 2024). „ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა - Netgazeti“. NETGAZETI.ge. ციტირების თარიღი: 13 ივლისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა“. რადიო თავისუფლება. 21 მარტი, 2024. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)