ბობი ჰალი
ბობი ჰალი | |
---|---|
ბობი ჰალი „ჩიკაგო ბლეკჰოქსის“ შემადგენლობაში | |
დაბ. თარიღი | 3 იანვარი, 1939 |
დაბ. ადგილი | პოინტ-ანი, ონტარიო, კანადა |
გარდ. თარიღი | 30 იანვარი, 2023 (84 წლის) |
სიმაღლე | 178 სმ |
წონა | 87 კგ |
პოზიცია | მარცხენა თავდამსხმელი |
დარტყმა | მარცხენა |
მეტსახელი | ოქროს რაკეტა |
ლიგა | ჰოკეის ეროვნული ლიგა |
გუნდი |
ჩიკაგო ბლეკჰოქსი უინიპეგ ჯეტსი ჰარტფორდ უეილერი |
ეროვნული ნაკრები | კანადა |
კარიერა | 1957–1980 |
ჰოკეის დიდების დარბაზში 1983 წლიდან | |
ბობი ჰალი ვიკისაწყობში |
რობერტ (ბობი) ჰალი (დ. 3 იანვარი, 1939, პოინტ-ანი, ბელვილის ახლოს, ონტარიო — გ. 30 იანვარი, 2023, უიტონი, ილინოისი) — კანადელი ჰოკეისტი. ჰოკეის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი თავდამსხმელი. 15 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდ „ჩიკაგო ბლეკჰოქსის“ შემადგენლობაში (1957–1972), სადაც გახდა სტენლის თასის მფლობელი (1961) და სამჯერ გავიდა ფინალში (1962, 1965, 1971); ითამაშა ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატების 1036 მატჩში, გაიტანა 604 გოლი, გააკეთა 549 შედეგიანი გადაცემა.[1]
1966 წელს გახდა ეროვნული ლიგის პირველი მოთამაშე, რომელმაც 50-ზე მეტი გოლი გაიტანა ერთ სეზონში. სტენლის თასზე ჩაატარა 119 მატჩი, გაიტანა 62 გოლი და გააკეთა 67 შედეგიანი გადაცემა. მიღებული აქვს ლიგის რამდენიმე პრესტიჟული პრიზი: „ჰარტ ტროფი“ — სეზონის საუკეთესო მოთამაშე (1965, 1966), „არტ როს ტროფი“ — ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (1960, 1962, 1966). 10-ჯერ შევიდა ჰოკეის ეროვნული ლიგის „ყველა ვარსკვლავი“ სიმბოლური ნაკრების პირველ შემადგენლობაში (1960–1972).[1]
1972–1979 წლებში „უინიპეგ ჯეტსის“ შემადგენლობაში თამაშობდა ჰოკეის მსოფლიო ასოციაციის ჩემპიონატში; ითამაშა 411 მატჩში, გაიტანა 303 გოლი, გააკეთა 335 შედეგიანი გადაცემა; 1979–1980 წლებში კიდევ 27 მატჩი ჩაატარა („უინიპეგ ჯეტსისა“ და „ჰარტფორდ უეილერის“ შემადგენლობაში); გაიტანა 6 გოლი, გააკეთა 11 გადაცემა. კანადის ნაკრების შემადგენლობაში გახდა კანადის თასის მფლობელი (1976; 7 მატჩი, 5 გოლი).[1]
გამოირჩეოდა უძლიერესი ტყორცნითა და სრიალის უმაღლესი სისწრაფით. 1983 წლიდან მისი სახელი ჰოკეის ეროვნული ლიგის დიდების დარბაზშია (ტორონტო). მისი ოთხი ვაჟიდან ერთ-ერთი — ბრეტ ენდრიუ ჰალი — ასევე წარმატებული ჰოკეისტი იყო.[1] გარდაიცვალა 2023 წლის 30 იანვარს, ილინოისის ქალაქ უიტონში, საკუთარ სახლში, 84 წლის ასაკში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Линдер В. И. Халл Роберт (Бобби) // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 730.
- ↑ „Bobby Hull dies at 84, legendary Blackhawks goal-scorer, Cup champion“. NHL.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)