შინაარსზე გადასვლა

აგრიჯენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
აგრიჯენტო
სიცილ. Girgenti
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 37°18′45″ ჩ. გ. 13°34′30″ ა. გ. / 37.31250° ჩ. გ. 13.57500° ა. გ. / 37.31250; 13.57500
დაარსდა ძვ. წ. 580[1]
ფართობი 245.32 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 230±1 მეტრი
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 55 512 (1 იანვარი, 2023)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0922
საფოსტო ინდექსი 92100
საავტომობილო კოდი AG
ოფიციალური საიტი https://comune.agrigento.it/
აგრიჯენტო — იტალია
აგრიჯენტო
აგრიჯენტო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 37°19′00″ ჩ. გ. 13°35′00″ ა. გ. / 37.31667° ჩ. გ. 13.58333° ა. გ. / 37.31667; 13.58333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 831
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 831
ინგლ.რუს.ფრ.

აგრიჯენტო (იტალ. Agrigento, 1927 წლამდე ჯირჯენტი) — ქალაქი იტალიაში (კუნძულ სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე). აგრიჯენტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს მაღლობზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. ორი მდინარე, ჰიპსაის და აკრაგასი, ასევე მის ჩრდილოეთით მდებარე მთაგრეხილი ქალაქს ბუნებრივ ციხესიმაგრედ აქცევს.

ძველად აგრიჯენტოს ადგილას იყო ბერძნული ქალაქი აკრაგანტი (ბერძ. Akragas, ლათ. agrigentum — აგრიგენტი), დორიული კოლონია, რომელიც დაახლ. ძვ. წ. 582 წელს როდოსელებმა დააარსეს. აგრიჯენტო ანტიკური ხმელთაშუა ზღვისპირეთის მსხვილი სააჭრო ცენტრი იყო. ძვ. წ. 405 წელს კართაგენელებმა დაანგრიეს, ხოლო ძვ. წ. 341 წელს აღადგინა ტიმოლეონმა. ძვ. წ. 262 წელს პუნიკური ომების დროს აგრიჯენტო რომაელებმა აიღეს და გაძარცვეს, ხოლო მისი მოსახლეობა მონებად გაყიდეს. ძვ. წ. 137-132 წლებში სიცილიის მონათა პირველი აჯანყების დროს აგრიჯენტო იყო აჯანყების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. შუა საუკუნეებში ბიზანტიას ეკუთვნოდა. 828 წელს არაბებმა დაიპყრეს, 1086 წელს — ნორმანებმა. შემორჩენილია ანტიკური ქალაქის ნანგრევები (ძვ. წ. VI-V საუკუნეების ბერძნული ტაძრები და სხვა).

ქალაქის არქეოლოგიური ზონა 1997 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]